თავდაცვის სამინისტრომ გაიღვიძა და დაამთქნარა - ალეკო ელისაშვილი

სულ ნახვები : 141
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს რესურსს „საგულაოდ“ რომ იყენებდა და ქალებს, არა მხოლოდ ქალებს, საკუთარი სიამოვნებისთვის დაატარებდა, ყველამ ვიცით. სააკაშვილი ფადი შაჰივით რომ იქცეოდა, იმიტომაც ვაკრიტიკებდი და გულს მირევდა სახელმწიფოს რესურსების მიმართ მისი დამოკიდებულება, თუმცა არანაკლებ გულისამრევია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაატარა“ - ამის შესახებ განცხადება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს, 14 ოქტომბერს გააკეთა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრომ ძალიან გვიან გაიღვიძა.

„თან ნაცარს გვაყრის და ვითომც არაფერი, ისე გვეუბნება, რომ პენსიონერებს მუთაქაში 35 ათასი ევრო აქვთ გადაკეცილი. რა თქმა უნდა, ეს თვალებში ნაცრის შეყრაა. სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილებიდან 11 წელი გავიდა და როცა თავდაცვის სამინისტრომ 11 წლის თავზე გაიღვიძა, დაამთქნარა და აღმოაჩინა, თურმე რაღაც უკანონო ხარჯები ყოფილა, ეს აღარც უხერხულია, აღარც სასაცილოა და მით უფრო, სერიოზული არ არის. აქამდე ეძინათ და არ იცოდნენ, რომ 14 მილიონი იყო გაფლანგული? გამოძიება უნდა დაიწყოს როგორც ამ საქმეზე, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის კერძო ვოიაჟზე. ვართ ხალხი, რომელსაც არც სააკაშვილის ფადი შაჰობა მოგვწონდა და არც ირაკლი ღარიბაშვილის დაუფარავი მექრთამეობა მოგვწონს. როდესაც ეს 11 წლის თავზე გაახსენდათ, ნიშნავს, რომ აქვთ არა მართლმსაჯულების აღსრულების, არამედ პოლიტიკური ინტერესი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა