ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტის უსაფრთხოების 2024-2026 წლების პროგრამა შეიმუშავა

სულ ნახვები : 365
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჯანდაცვის სამინისტროში, პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პაციენტის უსაფრთხოების 2024-2026 წლების პროგრამა განიხილეს, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში, პაციენტთა უსაფრთხოების კუთხით, სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრეს.

„აღინიშნა, რომ მოქალაქეებისთვის, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამინისტროს პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრომ პაციენტის უსაფრთხოების 2024-2026 წლების პროგრამა შეიმუშავა.

პროექტის მიზანი, მაღალი სანდოობის ჯანდაცვის სისტემებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ჩამოყალიბება,კლინიკური პროცესის უსაფრთხოება,პროფესიული განათლების ხელშეწყობა და ჯანდაცვის სფეროში პაციენტის და მათი ოჯახების ჩართულობის გაძლიერებაა.

შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, იმ საერთაშორისო სტანდარტებზეც ისაუბრა, რომელთა დაკმაყოფილებაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის 2025 წლიდან სავალდებულო იქნება.

ამასთანავე, გაიზარდა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი, საკანონმდებლო ცვლილების მთავარი დანიშნულება სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლია.

პაციენტთა უსაფრთხოებასთან და საექიმო გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებს აქტიურად განიხილავს სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოც.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის კეთილდღეობა პაციენტების უსაფრთხოების დაცვის გარანტიაა. ამის გათვალისწინებით, სამინისტრო პროფესიული პლატფორმების გაძლიერებაზე მუშაობს.

შეხვედრას სხვადასხვა უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ  ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მედიცინა ► Მეტის ნახვა