„ბრძოლას აუცილებლად მოვიგებ, არ შეიძლება სიტყვის თავისუფლება დამარცხდეს“ - იმედა დარსალია

სულ ნახვები : 1,503
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჟურნალისტი იმედა დარსალია, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სასამართლო მასსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის სადაო საქმეზე, გადაწყვეტილებას 21 დეკემბერს გამოიტანს.

დარსალიას თქმით, მას იმედი აქვს რომ სიტყვის თავისუფლება გაიმარჯვებს და ამ საქმეზე, სასამართლო ჟურნალისტების სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

„დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებ, რადგან არ შეიძლება სიტყვის თავისუფლება დამარცხდეს.

ჟურნალისტიკაში (საგამოძიებო ჟურნალისტიკაში)  წლების განმავლობაში ვიცავდი სხვების უფლებებს და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე საკუთარი უფლებების დაცვა მომიწევდა.

გუშინ,  საზმაუს მენეჯმენტის წინააღმდეგ  სასამართლო პროცესზე, მხარე მიმტკიცებდა  რომ ცენზურა და შავი სიები მე მეჩვენებოდა და ეს მხოლოდ სამუშაო პროცესია. (ხვდებით ხომ სად ვართ?)

დღევანდელ დღემდე მოვედი საზმაუს მხრიდან უდიდესი საჯარო ფსიქოლოგიური ზეწოლით Და ასევე საჯარო შეურაცხყოფებით . ბევრი გავრცელებული, რეპუტაციის შემლახველი ჭორით.

ახალი კვირის ქეისმა დამანახა,  როგორ ღალატობენ პროფესიას Სიტყვის თავისუფლების სახელით.

ვნახე როგორ მოგვიწყვეს რამდენიმე ჟურნალისტს ბოლშევიკური სასამართლო პროცესები საზმაუში თუ სოც ქსელებში,  როცა  ყალბ განცხადებას მოაწერეს ხელი ისე, რომ არც აუკანკალდათ.

ბევრი რამე ვნახე, მაგრამ ეს ღირდა. ცხოვრებაში უნდა იცოდე შენი უფლებები, მათ შორის პროფესიული.

ამ არხზე ოდესმე უნდა მორჩეს დემოკრატიის მანტიაში გახვეული დიქტატორი მენეჯმენტის მსახურება.

21 დეკემბერს გადაწყვეტილება იქნება საზმაუს ისტორიაში ყველაზე ხმაურიან და სამარცხვინო საქმეზე-ცენზურა და შავი სიები, ახალი კვირის ჟურნალისტები საზმაუს წინააღმდეგ.

არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებ, რადგან არ შეიძლება სიტყვის თავისუფლება დამარცხდეს.

ყოველთვის მეცოდინება, რომ ბოლომდე ვიცავდი ჩემი გუნდის უფლებებს, რომ ნებისმიერი მათი მომზადებული კრიტიკული რეპორტაჟი  ეთერში გასულიყო.

მადლობა კოლეგებს სხვა მედიაორგანიზაციებიდან ვინც ჩვენს საკითხებზე  მუშაობდა და მუშაობს“, - წერს დარსალია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები