ეკლესიის დიდი მდევნელებიც კი ხატებზე შეიძლება მოხვდეს - ანდრია ჯაღმაიძე სამებაში არსებულ სტალინის ხატზე

სულ ნახვები : 5,117
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, CNews-თან საუბარში ადასტურებს, რომ სამებაში დაბრძანებულ  ერთ-ერთ ხატზე იოსებ სტალინია გამოსახული.

ჯაღმაიძის თქმით ეკლესიის შეურაცხმყოფი და მდევნელი ადამიანებიც ხვდებიან ხატებზე. 

„არის ფრესკა სადაც დიოკლეტიანეა გამოსახული. კონტექსტი განსხვავებულია, თუმცა პრეცედენტები არის, რომ ეკლესიის დიდი მდევნელებიც კი ხატებზე შეიძლება მოხვდეს“,  - განუცხადა ჯაღმაიძემ CNews.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში მოქალაქე, ლაშა ღოღობერიძემ გამოაქვეყნა ვიდეო მასალა, სადაც აღბეჭდილია სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული ხატი, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული. 

გიგა გელხვიიძე, CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა