ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თავის შემოსავალსა და ხარჯებს მალავს - მედია

სულ ნახვები : 1,073
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თავის შემოსავალსა და ხარჯებს მალავს, წერს «Нужная газета». ინალ არძინბა, რომელიც კერძო პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ღიაობას ითხოვს, კანონს არღვევს, იუწყება გამოცემა. კერძოდ, მედიის ცნობით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  სამინისტროს 2022 წლის შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარაცია არ წარუდგინა.

„ნუჟნაია გაზეტას“ 1-ელი  მარტით დათარიღებული მოთხოვნა, რომელშიც გამოცემა ითხოვს აფხაზეთის მთავრობისგან ახსნან, თუ რატომ არ ჩანდა კონკრეტული დეპარტამენტის თანამშრომლების განცხადებები ვებგვერდზე, უპასუხოდ რჩება.

აფხაზეთის კანონის თანახმად, „საჯარო მოხელეთა და მოადგილეების შემოსავლების, ხარჯების, ქონებრივი  ვალდებულებების დეკლარაციის შესახებ“ დეკლარაცია წარმოდგენილი უნდა იყოს  „ყოველწლიურად, არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 30 აპრილისა“. შესაბამისად, არძინბას 2022 წლის დეკლარაცია უნდა შეევსო არაუგვიანეს 2023 წლის 30 აპრილისა.

„შემოსავლების, ხარჯების, ქონებრივი და ქონებრივი ვალდებულებების შესახებ შეგნებულად ყალბი ინფორმაციის მიწოდების  ან წარუდგენლობის  შემთხვევაში დეკლარანტი თავისუფლდება თანამდებობიდან და პასუხს აგებს“, - ნათქვამია კანონში.

შეგახსენებთ, ინალ არძინბას 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, მას აქვს ბინა მოსკოვში (140 კვ.მ) და ორი მანქანა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა