საქმე უნდა შეწყდეს, იმიტომ, რომ ვერანაირი მტკიცებულება პროკურატურამ ბოლო 9 თვის განმავლობაში ვერ წარმოადგინა - ბაჩიაშვილი

სულ ნახვები : 232
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბიძინა ივანიშვილი VS გიორგი ბაჩიაშვილი - ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

სასამართლო პროცესს ესწრება ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც.

ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება მის წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა, შესაბამისად, მაას მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე „პროცესს შეაჩერებს“.

„პირველ რიგში, ქართველ გულშემატკივარს და ფეხბურთელებს მივულოცავ გუშინდელ გამარჯვებას.

რაც შეეხება პროცესს, ეს პროცესი გადაიდო ზუსტად 4-ჯერ და ბოლო 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა. მე იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე სამართლიანი იქნება და ამ პროცესს შეაჩერებს.

საქმე უნდა შეწყდეს, იმიტომ, რომ ვერანაირი მტკიცებულება პროკურატურამ ბოლო 9 თვის განმავლობაში ვერ წარმოადგინა“, - თქვა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა