გვესაუბრებოდნენ, რომ თითქოსდა გვარამიას უფლებები ირღვევა - გიორგი ცაგარეიშვილი

სულ ნახვები : 116
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი, პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის განცხადებები, რაც კეთდებოდა, თითქოსდა პატიმრობის პერიოდში გვარამია იყო პოლიტპატიმარი, ფარსი აღმოჩნდა.

ცაგარეიშვილი, აპელირებას აკეთებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც არ მიიღო წარმოებაში გვარამიას სარჩელი.

„ერთია, რომ გვარამიას განცხადება არ მიიღო სტრასბურგმა და მგონი, ამით ნათლად დადასტურდა ის, რომ არავითარი პოლიტპატიმარი გვარამია არ ყოფილა, როდესაც ის სასჯელს იხდიდა და პატიმარი იყო.

მუდამდღე ჩვენ იმაზე გვესაუბრებოდნენ, რომ თითქოსდა გვარამიას უფლებები ირღვევა, თითქოსდა ის არის პოლიტპატიმარი. როგორც გამოჩნდა, ეს ასე არ ყოფილა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა