დავიწყოთ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევისთვის საჭირო ცვლილებების მომზადება - ბექა ლილუაშვილი

სულ ნახვები : 163
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დავიწყოთ ჩვენს მიერ უკვე დაყენებული საკითხის - პრეზიდენტის კვლავ ხალხის მიერ, პირდაპირი არჩევისთვის საჭირო ცვლილებების მომზადება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას პარტიის წევრი ინიციატივით მმართველ ძალას მიმართავს და თვითმმართველობის კოდექსში შესატანილი  ცვლილების მათეულ ვერსიას სთავაზობს.

„მივმართავთ „ოცნებას“, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მუნიციპალურ არჩევნებზე არსებული ერთ დროს, “ოცნების“ მიერვე დაწესებული 40%-იანი ბარიერის გაუქმებას. 

თუ თქვენ ნამდვილად მზად ხართ ნორმალური ცვლილებების შეტანისთვის, რაზეც თქვენს პასუხში ისაუბრეთ, ჩვენ მოგიწოდებთ, გაეშვით „ნაცმოძრაობის“ მიერ წარსულში გაკეთებული პოლიტიკური თაღლითობის გამეორებას. შევცვალოთ კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი, არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩვენების მეორე ტური. 

ასევე პროექტიდან ამოიღეთ მეორე ცვლილება, რომელიც მიმართულია თქვენს მიერ საარჩევნო ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისკენ.

თუ გსურთ დემოკრატიული და არა თქვენს შიშებზე მორგებული საკანონმდებლო ცვლილებები, დაიწყეთ ამ საკითხების ასახვა კანონმდებლობაში. ასევე დავიწყოთ ჩვენს მიერ უკვე დაყენებული საკითხის - პრეზიდენტის კვლავ ხალხის მიერ, პირდაპირი არჩევისთვის საჭირო ცვლილებების მომზადება.

კიდევ ერთხელ ნუ დაადასტურებთ, რომ  ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა