საპატიო თავმჯდომარე - ისტორიაში სხვაგან ასეთს ვერ ნახავთ, ფაქტობრივად ელეგანტური შეურაცხყოფა მიაყენა და წავიდა - გახარია

სულ ნახვები : 249
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"საპატიო თავმჯდომარე - ისტორიაში სხვაგან ასეთს ვერ ნახავთ, ფაქტობრივად, ისეთი ელეგანტური შეურაცხყოფა მიაყენა და წავიდა. ეს სხვა განზომილებაა," - აცხადებს"რეაქციაში" გიორგი გახარია.

გახარია ეხმაურება ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებას და გავლენებს პარტიაზე და სამთავრობო ცვლილებებზე. 

"ბიძინა იძლევა დავალებებს, ჩემს დროს, ასე არ მუშაობდა. ბიძინას შეიძლება ეთქვა, რომ მე ვთვლი, რომ ასე უკეთესი იქნება. მაგალითად, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარე კი არ იყო, პარტიის თავმჯდომარე იყო, რომლის ხელმოწერითაც მე ვიყავი წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. 

ის ცირკი, რომელიც ახლა მოხდა, რომ ადამიანი ვითომ დაბრუნდა, ვითომ სადმე წასული იყო. მშიშარა პატარა ბიჭების დარქმევასაც აზრი არ აქვს, ამათ უთხრა, რომ პარტიას კი არა, მე ვიღებ ჩემს თავზე პრემიერ-მინისტრობის წარდგენის უფლებას. საპატიო თავმჯდომარე - ისტორიაში სხვაგან ასეთს ვერ ნახავთ, ფაქტობრივად, ისეთი ელეგანტური შეურაცხყოფა მიაყენა და წავიდა. ეს სხვა განზომილებაა,“ - ამბობს გახარია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა