ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობა არის წითელი ხაზი, ჩვენთვის ოცნება არის მიუღებელი - გიორგი გახარია

სულ ნახვები : 181
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

როგორ ფიქრობთ, მე კობახიძისთვის ან ღარიბაშვილის კომფორტზე ვფიქრობ საერთოდ? ერთიც ფეხებზე მკიდია და მეორეს კომფორტი ხომ საერთოდ არ მაინტერესებს - აცხადებს გიორგი გახარია ტვ პირველის ეთერში.

"მე ვარ ყველაზე არაკომფორტული კოალიციის კონტექსტში კი არა, პარტნიორი ერთისთვისაც და მეორესთვისაც. როგორ ფიქრობთ, მე კობახიძისთვის ან ღარიბაშვილის კომფორტზე ვფიქრობ საერთოდ? ერთიც ფეხებზე მკიდია და მეორეს კომფორტი ხომ საერთოდ არ მაინტერესებს. 

კოალიციას ვისაც ჩვენ შევუკრავთ ეს არის ქართველი ხალხი - ჩვენ შევუკარით ქართველ ხალხს კოალიცია, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის დროს ხმა არ მივეცით და ენმ-მ მისცა ხმა. ზუსტად ვიცი, რამდენ ენმ-ის წევრს უკვე შეთანხმებული ჰქონდა, ჩვენ რომ განგაში არ აგვეტეხა, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე თანხმობა მიცემული და ზუსტად ვიცი, როგორ მოხდება ენმ-ის ან სხვა ოპოზიციური პარტიების მოსყიდვა, იმისთვის, რომ ეს უმრავლესობა შედგეს.

პირველი შეთავაზების უფლება აქვს იმას, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ექნება. გპირდებით, რომ ენმ წითელი ხაზი კი არა, წარმოუდგენელია, „ოცნება“ დღევანდელ მდგომარეობაში კატეგორიულად მიუღებელია. 

თუ მეტყვის ივანიშვილი, რომ მე ვატარებ სამართლიან, ევროპულ, დემოკრატიულ არჩევნებს, რომელიც სრულად ასახავს ქართველი ხალხის ნებას, საერთოდ არაფერ შუაში არ არის ივანიშვილი, ქართველი ხალხი მაძლევს განკარგულებას, იმ კონტექსტში, ვის უნდა ვემუშაო. ივანიშვილი საერთოდ არ მაინტერესებს, რას მეტყვის, ქართველი ხალხი რას მეტყვის, ეგ მაინტერესებს.

ჩვენთვის "ნაციონალური მოძრაობა" არის წითელი ხაზი, ჩვენთვის ოცნება არის მიუღებელი,“ - ამბობს გახარია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა