საქართველოს უარი კიდევ ერთ რუს აქტივისტს

სულ ნახვები : 125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართული მხარე ქვეყანაში შემოსვლაზე რუს აქტივისტებს, რომლებიც პუტინის წინააღმდეგები არიან უარს ეუბნება.

აღნიშნული ქმედება უკვე სისტემატურ ხასიათისაა და სამოქალაქო სექტორის აქტიური განხილვის საგანია.

ამჯერად, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს, რუს სამოქალაქო აქტივისტ იგორ მიგლანს. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას „თავისუფალი რუსეთის“ კავკასიის ბიურის ხელმძღვანელი, იგორ კუროპტევი ავრცელებს.

„15 საათზე მეტია, აქტივისტი იგორ მიგლანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. იგორი, ისევე, როგორც სხვა ბევრი რუსი აქტივისტი ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს საქართველოში. იგი საქართველოში კოლეგებთან ერთად მუშაობდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან პროექტზე "ემიგრაცია მოქმედებისთვის," უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად. იგორისა და მთელი გუნდის წყალობით 8 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება.

ეწინააღმდეგება თუ არა ეს საქართველოს ინტერესებს? დარწმუნებული ვარ, არა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ შექმნილი მსგავსი პროექტები, ისევე, როგორც ლტოლვილთა მხარდაჭერის ინიციატივები არის ის, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, იამაყოს.

ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ქართულ მედიას, ყურადღება მიაქციონ ამ საქმეს, რათა იგორი შეუშვან ქვეყანაში, სადაც მას არც ერთი კანონი არ დაურღვევია“, - წერს ის.

ცნობისთვის, საქართველოში რამდენიმე ხნის წინ შემოსვლის უფლება არ მისცეს, ასევე რუს სამოქალაქო აქტივისტს მაქს ივანცოვს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა