„არ გავჩერდები“ - ნიკა გვარამია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს

სულ ნახვები : 305
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ეს ის შემთხვევა არ არის, როცა გავჩერდები, სტრასბურგის სასამართლოს ჩავთვლი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს.

მისი თქმით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს.

"ეს ის შემთხვევა არ არის, როცა გავჩერდები, სტრასბურგის სასამართლოს ჩავთვლი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად, ეს ასე არ არის, წავალ უფრო ფართო დაფარვის და უფრო მაღლა მდგომ, კვაზისასამართლო ინსტანციაში ამ შემთხვევაში ეს არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ეს ის ვითარებაა, როცა სტრასბურგში საქმე არ საჩივრდება, სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ერთი მოსამართლის მიერ არსებით განხილვაში შესვლის გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე რეალურად და სრულფასოვნად არ განხილულა და დასაშვებობის სტადიაზე ეთქვა მას უარი, არა უშავს, ეს საქმე განიხილება რეალურად, სრულფასოვნად და გადაწყვეტილებაც იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს და როგორსაც იმსახურებს ეს საქმე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.  ე.წ. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წელს მიუსაჯა. ის პატიმრობაში დატოვა შემდგომი ინსტანციის სასამართლომაც. 2023 წლის 22 ივნისს ნიკა გვარამია პრეზიდენტმა შეიწყალა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა