პირდაპირ თქვან, არიან თუ არა ლგბტ პროპაგანდის მომხრე - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

სულ ნახვები : 226
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ უკვე ამდენი უსაფუძვლო შეშფოთებებით შეშფოთებული ვართ, რადგან როცა ქართველი ადამიანი ამბობს, რომ მას არ სურს ლგბტ პროპაგანდა, კაცის კაცზე ქორწინება და სურს ქართული იდენტობის შენარჩუნება, მგონი, ეს სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს და ვალდებულება იკისროს, რომ კონსტიტუციის დონეზე გაამყაროს პროპაგანდის აკრძალვა, - ამის შესახებ დღეს, 29 მარტს საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, მოწოდება ლგბტ პროპაგანდის შესახებ ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერს ჰქონდა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტს და საქართველოს, ვინაიდან იგი მოწყვლადი ქვეყანაა, ყველაზე მეტად სჭირდება ამისგან თავის დაცვა.

მაჭარაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციაზე და განაცხადა, რომ ვინც მხარს არ უჭერს ხელისუფლების მიერ წამოწყებულ კამპანიას, უნდა თქვას ღიად. 

„სხვათა შორის, ეს ბევრმა სხვა ქვეყანამ გააკეთა. რომის პაპმა კაცობრიობას მიმართა, რომ ლგბტ პროპაგანდა საშიშია. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა თქვა „ქალი ქალია,“ „კაცი კაცი“ და ამერიკის პრეზიდენტმაც იგივე გაიმეორა. საქართველო უფრო მოწყვლადი ქვეყანაა და ჩვენი ინტერესია ქართული იდენტობა დაცული იყოს. ვისაც რაიმე განსხვავებული მოსაზრება აქვს, პირდაპირ თქვას და არა ენის მოჩლექით, მხარს არ ვუჭერო. პირდაპირ თქვან, არიან თუ არა ლგბტ პროპაგანდის მომხრე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა