პრეზიდენტს არ აქვს არავითარი მორალური უფლება ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს - კობახიძე

სულ ნახვები : 190
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება ხვდებოდეს გიორგი კალანდარიშვილს“ - ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტისა და ცესკოს თავმდჯომარის შეხვედრას.

მეტიც, კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს არჩევნებზე საუბრის უფლებაც არ აქვს.

„სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება ხვდებოდეს პირველი - ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, რატომ, იმიტომ რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა. შესაბამისად, ზურაბიშვილს რა თქმა უნდა მორალური უფლება არ აქვს ხვდებოდეს კალანდარიშვილს, ეს ერთი და მეორე საერთოდ არ აქვს მას მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის პირდაპირ თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცესკო-ში. ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს სალომე ზურაბიშვილი", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტისა და ცესკოს თავმდჯომარე ერთმანეთს ორბელიანების სასახლეში ხვდებიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა