ჩვენ გავხდით სისტემის ტერორის მსხვერპლნი - წულუკიანის რეპრესირებული მეცნიერების განცხადება

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

"ჩვენ გავხდით სისტემის ტერორის მსხვერპლნი... აიმაღლეთ ხმა რუსული კანონის წინააღმდეგ", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. 

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ განხორციელებული რეპრესიების დროს რუსული კანონი უკვე ამოქმედებული რომ ყოფილიყო, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია მათ უფლებებს ვერ დაიცავდნენ. 

"მიმართვა საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მოქალაქეებს

ჩვენ ვართ საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები.

მინისტრ წულუკიანის ადმინისტრაციის პირობებში, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ, როგორ შეუძლია სახელმწიფო სისტემას შელახოს შენი უფლებები, დაგაკარგვინოს სამსახური, შეგიზღუდოს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა.

როდესაც ჩვენ გავხდით სისტემის ტერორის მსხვერპლნი, საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიღებული რომ ყოფილიყო, ჩვენ ხმას ვერავინ გაიგებდა.

ჩვენ ვერ დაგვიცავდა დამოუკიდებელი მედია,

სასამართლოში ჩვენ უფლებებს ვერ დაიცავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

კანონი აგენტების შესახებ არის სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური კონტროლის ბერკეტი, რომელიც შეეხება ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს.

მათ შორის, შეგეხებათ საჯარო მოხელეებს, ვისი პროფესიული საქმიანობა და შემოსავალი არის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ.

თქვენ ვერ დაიცავთ თქვენ უფლებებს, როცა ამის საჭიროება დაგიდგებათ.

თქვენ მოგიწევთ შეასრულოთ ყველა დავალება, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა თქვენ პროფესიულ და პიროვნულ ეთიკასთან. ხოლო, თუ წინააღმდეგობას გაბედავთ, დაკარგავთ სამსახურს და აღმოჩნდებით სრულიად მარტო და დაუცველი სისტემის წინაშე.

სანამ არ არის გვიან:

აიმაღლეთ ხმა რუსული კანონის წინააღმდეგ, საკუთარი თავის და ქვეყნის დასაცავად.

ნუ შეგეშინდებათ დღეს.

გეშინოდეთ იმ პერსპექტივის, რომელსაც ხვალ რუსული კანონი შეგიქმნით.

ერთად დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

არა რუსულ კანონს!" - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

* იულონ გაგოშიძე

* თინათინ ქუთელია

* დინარა ვაჩნაძე

* ნინო ჯაყელი

* ეკა კიკნაძე

* ეკატერინე მაისაია

* გიო გაგოშიძე

* ლიკა მამაცაშვილი

(ხელმომწერთა სია განახლებადია)

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა