მედვედევი თბილისის აქციებზე: კარგად ჩანს ჰოლივუდის ხელი

სულ ნახვები : 184
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება.

მედვედევი ირწმუნება, რომ აქ აშშ-ს ხელი ურევია.

„თბილისში დისკუსია უცხოური აგენტების კანონის შესახებ ქუჩის შეტაკებებისა და პარლამენტში ქართულ ხალისიან თავპირისმტვრევის სფეროში გადავიდა. ის, ვინც ასეთ ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, დაე პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ ანარეკლს. ამ ყველა მიტინგის მიღმა ჩანს გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდის ხელი. მთავარი, რაც არ მოსწონთ „დემონსტრანტებს“ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონში, რომლის მიღებას საქართველოს პარლამენტი ცდილობს – ეს არის , რუსული იდეა" და არა დასავლური ინიციატივა“, – წერს მედვედევი ტელეგრამზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა