„ოცნების“ მიზანი ქვეყნისთვის კურსის შეცვლაა - სალომე ზურაბიშვილი

სულ ნახვები : 90
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი,  France Info-სთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და მოახლოვებულ არჩევნებზე საუბრობს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს,  „ქართული ოცნების" მიზანი ქვეყნისთვის კურსის შეცვლაა.

მისი თქმით, არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი.

„ჩვენ ევროპის კართან ვართ და ამ დროს ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა, რაც გასაკვირი არ არის. ზეწოლა ძლიერდება კანონის მეშვეობით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და დაფინანსების წინააღმდეგ პუტინის კანონის ასლია. ეს რუსული სტრატეგიაა. ეს ჭადრაკის თამაშია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან, იმისთვის, რომ საქართველოს კურსი შეაცვლევინონ.

მოსახლეობა მედგრად დგას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეძლებს უკან დაახევინოს მთავრობას, რომელმაც ეს კანონი ერთ წელიწადში მეორედ შემოიტანა, სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით. მაგრამ ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება. ჩვენს არ დავნებდებით და მომავალი არჩევნები აჩვენებს, რომ საქართველო თავის ევროპულ გზაზე, ევროპულ ბანაკში რჩება.

მიუხედავად მოსკოვის ყველა მცდელობისა, რომელიც დღეს იარაღად იყენებს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას.

არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა "ოცნება," არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის კოშმარია ყველაფერი, რაც არ არის გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა