სტრასბურგის სასამართლომ ქართველი ჟურნალისტების საქმე განხილვაში მიიღო

სულ ნახვები : 164
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, ქართველი ჟურნალისტების საქმე განხილვაში მიიღო.

"ახალკაცი და სხვები" – ასე ჰქვია საქმეს, რომელიც კასპის საკრებულოში 2022 წლის თებერვალში, ტელეკომპანია „მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას ეხება, სადაც პოლიცია და „ოცნების“ ჩინოვნიკები იყვნენ ჩართული.

„ჩვენ ვითხოვდით, რომ გამოძიება წარმართულიყო ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლასთან დაკავშირებით. სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ღირსი არის ეს საჩივარი იმისა, რომ განიხილოს და გადაუგზავნა კიდევაც მთავრობას უკვე კითხვები და განუსაზღვრა ვადა მოსაზრებების წარსადგენად. ჩვენ გვაქვს იმედი და მოლოდინი იმისა, რომ სტრასბურგი დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს და დაადგენს იმ მუხლების დარღვევას, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ“, - აცხადებს ჟურნალისტების უფლებადამცველი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა