როდესაც კითხვებზე პასუხი არ აქვთ, აძევებენ დარბაზიდან ოპოზიციონერ დეპუტატებს - სალომე სამადაშვილი

სულ ნახვები : 135
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

როდესაც კითხვებზე პასუხი არ აქვთ, აძევებენ დარბაზიდან ოპოზიციონერ დეპუტატებს. ჩემი მიზანი არ იყო სხდომის ჩაშალა, ან რაიმე დებოშის ან ხმაურის მოწყობა - ამის შესახებ ლელოს დეპუტატმა  სალომე   სამდაშვილმა ჟურნალისტებტან განმაცხადა, მას შემნდეგ რაც სხდომათა დარბაზიდან გამოაძევეს.

მისი თქმით, მას შს მინისტრისგან უნდოდა მოესმინა  პასუხი, თუ  რატომ სცემეს ირაკლი კუპრაძე.

„ამ პარლამენტში, როგორც კი იწყებ იმაზე საუბარს, რაც აწუხებს ქართველ ხალხს, რუსი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გირთავს მიკროფონს და გაძევებს დარბაზიდან. ჩემი შეკითხვა გომელაურთან არის შემდეგი - როდესაც ცემეს, დააპატიმრეს ადამიანები, მათ შორის სასტიკად სცემეს და დააპატიმრეს ჩემი კოლეგა, "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, გუშინ სასამართლოზე, ამ სამარცხვინო კაცით, რომელსაც საქართველოს ისტორიაში დიდი შანსი აქვს შევიდეს არა როგორც გომელაური, არამედ როგორც როდიონოვი, მისმა უწყებამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი საბუთი, რას აშავებდა ირაკლი კუპრაძე, როდესაც დააგდეს მიწაზე, ცემეს და დააპატიმრეს.

დღეს პარლამენტში არ შემოგვატანინეს ფოტომასალა, რომელიც ასახავს, როგორ ჰყავდა დაგდებული პოლიციას ძირს ირაკლი კუპრაძე და როგორ ურტყამდნენ, ფოტომასალის შემოტანის უფლებას არ იძლევა პარლამენტში პაპუაშვილი, როდესაც კითხვებზე პასუხი არ აქვთ, აძევებენ დარბაზიდან ოპოზიციონერ დეპუტატებს. ჩემი მიზანი არ იყო სხდომის ჩაშალა, ან რაიმე დებოშის ან ხმაურის მოწყობა“, - განაცხადა  სამადაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა