დეგნანი ყველაფერს აცდენილი განცხადებების გაკეთებას აგრძელებს - კალაძე

სულ ნახვები : 125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ის აგრძელებს განცხადებებს, რომელიც ყველაფერს არის აცდენილი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის, განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„ყოფილი ელჩის დამოკიდებულება გვახსოვს, ასევე განცხადებები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას. ელჩისგან ამ ტიპის განცხადებები გასაოცარი იყო. ის აგრძელებს ამ განცხადებებს, რომელიც ყველაფერს არის აცდენილი.

რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. ერთადერთი, რასაც მოითხოვს ეს კანონპროექტი, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება, წელიწადში ერთხელ წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რაში იხარჯება ეს ყველაფერი. ეს ვერ იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული. პირიქით, გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ევროპასთან ინტეგრაციას“, - თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ მობრუნების მიზანია არჩევნებზე საერთაშორისო მისიების მუშაობა არ დაუშვას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა