როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად იგინებით და მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებთ - პაპუაშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად იგინებით და მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, უპასუხა.

„სქესის ინსტრუმენტალიზება, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის ყველაზე მდაბალი საქციელი. რომ გამოდიხართ ხოლმე, მადლობას რომ უხდით პარლამენტის აპარატს, ბრტყელ-ბრტყელად საუბრობთ, რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს ამ დღეებში აყენებდით ქალი დეპუტატები და ახლაც ქალბატონი სალომე რა შეურაცხყოფასაც აყენებდა მანდატურებს, როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად, იგინებით და მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებთ.

ნებისმიერ დეპუტატს მოგიწოდებთ, თავი დაანებეთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას, ხართ პარლამენტის წევრები. შესაძლოა, ერთმანეთში რაღაც ტოლერანტობა იყოს გარკვეული რიტორიკის, მაგრამ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების წინაშე მოიხადეთ ყველამ ბოდიში ამ შეურაცხყოფისთვის, რასაც ამ დღეებში ვისმენდით თქვენგან და ახლაც აქ ვისმენდით. დგახართ და კიდევ ამართლებთ პარლამენტის წევრს, რომელიც, რამდენიმე წუთის წინ, მანდატურის სამსახურის წარმომადგენელს შეურაცხყოფას აყენებდა. რაც შეეხება გაძევებას, როცა გაძევებულია პარლამენტის წევრი, კეთილი უნდა ინებოს და დატოვოს დარბაზი, არ უნდა უწევდეს მანდატურის თანამშრომელს მისი გაყვანა და თუ მოუწევს, უნდა გაიყვანოს. სახლში კი არ ხართ, წესებია და ამ წესების მიხედვით უნდა იმოქმედოთ. აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას, ფიზიკურ შეხებას დაანებეთ თავი! გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ. დაანებეთ თავი სქესის ინსტრუმენტალიზირებას და მოიქეცით როგორც ეთიკის წესები მოითხოვს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შალვა პაპუაშვილმა, „ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარული სხდომა დაატოვებინა და მანდატურებს მისი სხდომათა დარბაზიდან გაყვანა სთხოვა - რაზეც, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრისას, მანდატურების მიერ ქალი დეპუტატის იძულების წესით გაყვანა ძალიან მძიმე სანახავია.აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას, ფიზიკურ შეხებას დაანებეთ თავი! გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ. დაანებეთ თავი სქესის ინსტრუმენტალიზირებას და მოიქეცით როგორც ეთიკის წესები მოითხოვს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შალვა პაპუაშვილმა, „ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარული სხდომა დაატოვებინა და მანდატურებს მისი სხდომათა დარბაზიდან გაყვანა სთხოვა - რაზეც, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრისას, მანდატურების მიერ ქალი დეპუტატის იძულების წესით გაყვანა ძალიან მძიმე სანახავია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა