„აზოვი“ ამერიკულ სამხედრო დახმარებას არ მიიღებს - დენის პროკოპენკო

სულ ნახვები : 306
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამშაბათს, 23 აპრილს, ამერიკის სენატში უკრაინის სამხედრო დახმარების კანონპროექტზე  შედგება ხმის მიცემა. კანონპრიექტს კონგრესმა უკვე დაუჭირა მხარი.

ამერიკული დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინელები ამ დახმარებას მოუთმენლად ელოდებიან. თუმცა როგორც ირკვევა, ამერიკული სამხედრო დახმარება არ გადაეცემა ლეგენდარულ ,,აზოვს". ამის შესახებ ,,აზოვის" მეთაური დენის პროკოპენკო წერს.

პროკოპენკო აღნიშნავს, რომ ამერიკელებს ,,აზოვი" ისევ შავ სიაში ჰყავთ შეყვანილი.

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების შესახებ  კანონპროექტის დამტკიცება არ ნიშნავს იმას, რომ ,,აზოვის"

ბრიგადა მიიღებს ამერიკულ იარაღს.

„აზოვი“ კვლავ „შავ სიაშია“ აშშ-დან ნებისმიერი დახმარების მიღებისთვის, რომელშიც დანაყოფი მრავალი წელია იმყოფება“, - აცხადებს პროკოპენკო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა