„აღიარებითი ჩვენებაა“ - გურამ მაჭარაშვილი გიული ალასანიას განცხადებაზე

სულ ნახვები : 107
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, გიული ალასანიამ გუშინ, 25 აპრილს ბრიუსელში გაკეთებული განცხადებით ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცა.

მისი თქმით, როდესაც ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა ჩადის, ისინი ფულს იხდიან ლობირებაში.

„პირდაპირ აღიარებით ჩვენებაა. ჩვენ ხომ ერთი წლის წინ ვნახეთ FARA-ში გამოქვეყნებული ალასანიასა და მისი ოჯახის მიერ გადარიცხული მილიონები. ვინმემ ამაზე პასუხი აგო? ამ დოკუმენტში პირდაპირ ეწერა - გადახდილია მილიონები, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ტყუილი სიუჟეტები გასულიყო, საქართველოს სანქციებთან მიმართებაში პუბლიკაციები გამოქვეყნებულიყო და ვინმემ ამას ოპოზიციიდან ან არასამთავრობო სექტორიდან უპასუხა? ჩვენ ეს გავიგეთ FARA-ს მეშვეობით.

შესაბამისად, ძალიან მარტივი გამოსაცნობია - როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, აქაც ფულია დახარჯული, მითუმეტეს, რომ კორუფციის მსგავს ქმედებაში ბევრი ევროპარლამენტარია შემჩნეული.

ასეთი ხერხებით ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ არავის გამოადგება. ეს არ არის ევროპული ღირებულება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა