ასეთი მექანიზმი ნამდვილად აქვს ევროკავშირს - სამადაშვილი უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე

სულ ნახვები : 76
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკავშირს ნამდვილად აქვს ის მექანიზმი, რომ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან, ევროპის ქვეყნებში.

სამადაშვილი იმედს მოთქვამს, რომ „ქართული ოცნება“ ამ პირველ გაფრთხილებას გაითვალისწინებს და უარს იტყვის რუსული კანონის მიღებაზე.

„ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით შეუძლია ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, თუ ქვეყანაში შექმნილი ვითარება არის იმგვარი, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება არის იმგვარი, რომ უვიზო მიმოვლის გაგრძელება უქმნის საფრთხეს ევროკავშირს. ასეთი მექანიზმი ნამდვილად აქვს ევროკავშირს, მე იმედი მაქვს, რომ პირველ გაფრთხილებას ევროპარლამენტიდან „ქართული ოცნება“ მოისმენს, ხელს აიღებს რუსული კანონის მიღების პროცესზე“, - განაცხადა სამადაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა