ივანიშვილის „ოცნების“ პირობებში, საქართველო ევროპისკენ ნაბიჯს წინ ვეღარ გადადგამს - ბუჩუკური

სულ ნახვები : 79
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამწუხაროდ თეორიულად ყველაფერი არის შესაძლებელი, მით უფრო იმის ფონზე, რომ უფრო და უფრო აგრესიულები ხდებიან და უფრო მავნებელი ხდება „ოცნების“ სრული შემადგენლობა, - ამის შესახებ დღეს, 26 აპრილს, პარლამენტში მედიასთან საუბრისას, პარტია „გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის „ოცნების“ პირობებში, საქართველო ვეღარ გადადგამს ნაბიჯს ევროკავშირისკენ.

„ყველა დავზარალდებით, მაგრამ ერთი რაღაც ცალსახაა და ფაქტია, ეს არის ის, რომ ივანიშვილის „ოცნების“ პირობებში, საქართველო ევროპისკენ ნაბიჯს წინ ვეღარ გადადგამს", - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც შესაძლებელს ხდის, საქართველოსთვის, ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა