ბევრი ვნახეთ ვინ უკან გაბრუნდა აქციიდან, როდესაც ნახა ვინ იყო ორგანიზატორი - მარიამ ლაშხი

სულ ნახვები : 252
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ძალიან ბევრი ვნახეთ ახალგაზრდა, რომელიც მივიდა აქციაზე და რომ ნახა თუ ვინ არიან აქციების ორგანიზატორები და როგორ ხდება აქციების მართვა, ძალიან ბევრი უკან წამოსულა, - ამის შესახებ დღეს, 26 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ათას კაციანი დემონსტრაციის დროს, ხალხის სახელით ისაუბროს ვინმემ. მისი შეფასებით რეალურად ხალხის უმრავლესობა 29 აპრილს გამოვა.

„ძალიან სამწუხარო არის, რომ ხდება ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა. ძალიან ბევრი ვნახეთ ახალგაზრდა, რომელიც მივიდა აქციაზე და რომ ნახა თუ ვინ არიან აქციების ორგანიზატორები და როგორ ხდება აქციების მართვა, ძალიან ბევრი უკან წამოსულა. ხალხის სახელით არ უნდა ისაუბროს, ას, ხუთას და ათას კაციანი დემონსტრაციების სახელით. 29-ში იქნება სახალხო მსვლელობა იმ ხალხის, იქნებიან ისინი „ოცნების“ მხარდამჭერები თუ არა მხარდამჭერები, რეალურად ისინი იქნებიან წარმოდგენილები, რომლებიც არიან რეალურად ხალხის ხმა", - განაცხადა ლაშხმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა