29 აპრილს ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს და ამ ევროპარლამენტარებს უნდა აჩვენოს, რომ რამდენიმე დეპუტატი ვერ დააშინებს - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 147
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

29 აპრილს ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს და ამ ევროპარლამენტარებს უნდა აჩვენოს, რომ ევროპარლამენტში რამდენიმე დეპუტატი ვერ დააშინებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი და საქართველო ჯერ არავის დაუშინებია.

„ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და ქართველი ხალხის დაშინების მცდელობა. 29 აპრილს ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს და ამ ევროპარლამენტარებს უნდა აჩვენოს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ჯერ არავის დაუშინებია და მით უმეტეს ევროპარლამენტში რამდენიმე დეპუტატი ვერ დააშინებს.

როგორ უნდა რუსის ძახილი ქართველი ხალხის მიმართ, 29-ში ამ ხმას გაიგებს ქართული ოპოზიცია, „ენჯეოები“ და დავინახავთ რა ხასიათზე დადგებიან, როდესაც ნახავენ რომ სამარცხვინო საქციელია, რომ ქართველ ხალხს რუსებს ეძახიან. ერთი მუჭა „ენჯეო“ და ერთი მუჭა ოპოზიციონერი რუსებს რომ ეძახის ქართველ ხალხს, ეს ქართველი ხალხი გამოვა - მთელი საქართველო იქ იქნება“, - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, 29 აპრილს „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით სახალხო შეკრებას აორგანიზებს. შეკრებაზე გამოვა ბიძინა ივანიშვილიც.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა