სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ - ჯაბა ნათენაძემ ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭო დატოვა

სულ ნახვები : 165
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჯაბა ნათენაძე მერიის მრჩეველთა საბჭოს ტოვებს - ამის შესახებ „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავს.

„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, როგორც შემიძლია, ჩემ კუთხეს და ქვეყანას ვემსახურები, რაც არ უნდა ეცადონ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდები ღირსების შემლახავ რეესტრში, როგორც უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, მე მხოლოდ ერთი ქვეყნის საქართველოს ინტერესს ვატარებ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.

სამწუხაროდ, როგორც თქვენთვის ცნობილია ჩვენი თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს კანონს, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუსეთს და რომლის მიღებისგან თავის შეკავებისკენ ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა მოგვიწოდებს, კანონს რომლის მიღების შემთხვევაშიც შესაძლოა ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და დაუცველი დაგვტოვოს ჩვენი მტრის რუსეთის პირისპირ.

ამიტომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო.

მანამ სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ. ხვალვე მივმართავ წერილით ბატონ მერს", - წერს ნათენაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა