„აბსურდია“ - იონათამიშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ეს არის აბსურდი და ამ ადამიანებმა ან არ იციან, ევროკავშირის სტრუქტურები როგორ მუშაობენ, ან იციან და მიზანმიმართულად ტყუილებსა და ჭორებს ავრცელებენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა, ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის აბსურდი და ამ ადამიანებმა ან არ იციან, ევროკავშირის სტრუქტურები როგორ მუშაობენ, ან იციან და მიზანმიმართულად ტყუილებსა და ჭორებს ავრცელებენ.

ვერც ეს რეზოლუცია და ვერც ევროპარლამენტარების ეს ოდიოზური ჯგუფი ვერაფერს გააკეთებენ სამართლებრივად იმ საფუძვლით, რომ საქართველოს წინააღმდეგ უვიზო მიმოსვლის გადახედვის თვალსაზრისით რაიმე პროცესი დაიწყოს.

ევროპარლამენტის რეზოლუციაზე უფრო მძიმე და ამორალური ის რეაქციები იყო, რაც მის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას და ე.წ. პოლიტიკურ „ენჯეოებს“ ჰქონდათ, რომელთაც ჩვენი საზოგადოების დაზაფვრა და შეცდომაში შეყვანა სცადეს“, - თქვა იონათამიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა