ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში , მაგრამ რუსეთში მიგვათრევთ-ლილე ლიპარტელიანი

სულ ნახვები : 127
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთი ერი ვართ ჩვენ, ერთი სამშობლო გვაქვს. სამშობლო პოლიტიკაა? არ არის პოლიტიკა. თქვენც და ჩვენც ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე.

მან  სიტყვით გამოსვლისას ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართა:

„ბატონო ირაკლი  მართალია თქვენ სამხედრო ვალდებულებას სამშობლოს წინაშე თავი აარიდეთ და ეკლესიას შეაფარეთ თავი, მაგრამ იქაც ვერ გისწავლიათ ვერაფერი. ეკლესია პირველ რიგში საზოგადოებას, ერთობას ნიშნავს და მამული, ენა, სარწმუნოების ქვეშ სად წაიკითხეთ, რომ ილია ჭავჭავაძე მართლმადიდებლურ სარწმუნოებას გულისხმობდა მხოლოდ და მხოლოდ?

ბატონო ზურა, რით ხართ აჭარელ მუსლიმებზე, ჩვენს ქართველ ძმებზე უკეთესი? არასოდეს სარწმუნოებაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ დღეს გამონაკლისი იქნება. ბედნიერი ვარ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომ შემიძლია სიყვარული, რომ შემიძლია თანაგრძნობა, გაზიარება, მოყვასის სიყვარული შემიძლია თქვენგან განსხვავებით. სარწმუნოებაზე და მართლმადიდებლობაზე საუბრობთ და ბოღმა და ზიზღი ამოგდით პირიდან. ეს არის თქვენი სარწმუნოება და მართლმადიდებლობა?

სიყვარულია სარწმუნოება და ადამიანობაა პირველ რიგში. არაფრით არ არიან თქვენზე ნაკლებები და არც სამშობლო უყვართ თქვენზე ნაკლებად ჩვენს მუსლიმ ქართველებს. შეუძლებელი და წარმოუდგენელია ეს თქვენი რიტორიკა და შეუძლებელი და წარმოუდგენელია ერის ასე გაყოფა. ერთი ერი ვართ ჩვენ, ერთი სამშობლო გვაქვს. სამშობლო პოლიტიკაა? არ არის პოლიტიკა. თქვენც და ჩვენც ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ. გასაგებია, რომ თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ხალხის კეთილდღეობა, ევროპული ხელფასი, ევროპული შემოსავალი, ევროპული ჯანდაცვა, ევროპული სოციალური უზრუნველყოფა, მაგრამ თქვენს შვილებს რას ეუბნებით?“-განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა