კანონის ამგვარად ბრენდირება ხელს უშლის ჯანსაღ დებატებს - მაკა ბოჭორიშვილი რუსულ კანონზე

სულ ნახვები : 185
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კანონის ამგვარად ბრენდირება და შერაცხვა ხელს უშლის ჯანსაღ დებატებს იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობას ეხება, - ამის შესახებ დღეს, 26 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით უცხოური გავლენების შესახებ კანონის, რუსულ კანონად წარმოჩენა ხელს უშლის დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

„კამპანია, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება და მას წარმოაჩენს ე.წ. რუსულ კანონად, არის ძალიან საშიში, რადგან კლავს საქართველოში მსჯელობის შესაძლებლობას და მიმართულია ხელი შეუშალოს დემოკრატიულ პროცესს. შეიძლება, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას. კანონის ამგვარად ბრენდირება და შერაცხვა ხელს უშლის ჯანსაღ დებატებს იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობას ეხება“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა