„განათლების მინისტრმა საქართველოს 80% რუსად შეგვრაცხა“ - მასწავლებელი, რომელიც აქციებზე მცირეწლოვან შვილთან ერთად დადის

სულ ნახვები : 1,752
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

რამდენიმე კვირაა საზოგადოებას ერთადერთი მოთხოვნა - რუსული კანონის უკან გაწვევა აქვს.

„არა რუსულ კანონს“ - ამ ფრაზას საზოგადოების თავშეყრის ნებისმიერ დაწესებულებაში გაიგებთ. ტრანსპორტში, კერძო თუ საჯარო სამსახურებში, ბაღებსა თუ სკოლებში. უწყებებში დასაქმებული ადამიანები ხშირად თავს იკავებენ პოზიციის ღიად დაფიქსირებისგან, თუმცა ძალიან ბევრი გაბედური და უშიშარი პერსონაც გამოიკვეთა ამ პერიოდის განმავლობაში.

საზოგადოებამ ნახა მასწავლებლების „ჩელენჯი“ , რომლებიც 29 აპრლის საკლასო ოთახიდან აქვეყნებდნენ ფოტოებს წარწერებით: „არა რუსულ კანონს!, სკოლაში ვარ ჩემს მოსწავლეებთან“; „ვატარებ გაკვეთილს, გაკვეთილის თემაა: „ევროპაში ინტეგრირება“ და ა.შ.

ერთ-ერთი მათგანი ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი მანანა მიქავაა, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად აქციებზე დადის და ქვეყნის ინტერესებს იცავს.

Cnews-ი ესაუბრა პედაგოგს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

-          პირველ რიგში რუსულ კანონზე ვისაუბროთ - რატომ არის მიუღებელი თქვენთვის? პროპაგანდაა ერთგვარი, რომ არ არის ეს კანონი რუსული და არის ევროპული - თქვენი შეფასება მაინტერესებს რატომ თვლით, რომ რუსულია?

-          მოგესალმებით, მე ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი მანანა მიქავა.  

სანამ რამე საკითხზე მსჯელობას დავიწყებ, მას საფუძვლიანად ვეცნობი. გულდასმით წავიკითხე ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონი. გავეცანი რუსეთში მიღებულ კანონსაც და ასევე სააფრანგეთში მიღებულ კანონს. ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონი ზუსტად იდენტურია რუსული კანონისა, ხოლო საფრანგეთში მიღებულ კანონს ახლავს ცალკე ჩანაწერი, თუ რომელ ქვეყნებს მიემართება უშუალოდ მიღებული დოკუმენტი. ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონში კი არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი ქვეყნები მოიაზრება უცხო ძალად. კანონი იძლევა მრავანგვარად ინტერპრეტირების საშუალებას და შესაბამისად, ეს სამომავლოდ გამოყენებული იქნება ქართული ოცნებისთვის მიუღებელი პირებისა და ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის, მათზე დევნისა და შევიწროების საშუალებად. თანდათან გაქრება განსხვავებული აზრი და მივიღებთ ტოტალიტარულ, ოლიგარქიულ დიქტატურას, ზუსტად ისეთს,როგორიც რუსეთშია ამჟამად.

-          ძალიან აქტიურად ხართ ამ პროცესში ჩართული, დადიხართ აქციებზე და სოც.ქსელებშიც ღიად აფიქსირე ბთ პოზიციებს - სკოლის ადმინისტრაციას ამაზე რა რეაქცია აქვს?

-          საბედნიეროდ, სკოლის ადმინისტრაციისგან და ზემდგომი ორგანოებისგან ჯერ არ მიგრძვნია შევიწროება, თუმცა განათლების მინისტრმა საჯაროდ კი განაცხადა, რომ ვინც ამ კანონს უწოდებს, თავადაც რუსიაო. საქართველოს 80% რუსად შეგვრაცხა.

-          საინტერესოა მშობლების პოზიციაც (ერთ-ერთ დოგმაა რომ მასწავლებელი აპოლოტიკური უნდა იყოს) ხომ არ გამოუთქვამთ პრეტენზია?

არც მშობლებთან მქონია ინტერესთაკონფლიქტი, პირიქით, ზოგიერთი მათგანი აქციაზეც კი ვიხილე და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

 

მარიამ ხარებავა,Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა