კახი კალაძის გარემოცვა მილანში მყოფ ქართველებს ემუქრება

სულ ნახვები : 1,782
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის მერის, კახა კალაძის გარემოცვის წარმომადგენელი, ბექა გოგოსაშვილი, რომელიც ამჟამად იტალიაში იმყოფება, იქ მყოფ ქართველ სტუდენტებს ემუქრება, რომლებიც ხვალ, 5 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გამართვას აპირებენ მილანში.

ამის შესახებ CNews- იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი დაუკავშირდა, რომლის სახელს და გვარს მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ.

მისი თქმით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გამართვა მილანსა და იტალიის სხვა ქალაქებში, იქ მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს სურთ, რასაც ქართველი ემიგრანტებიც უერთდებიან.

აქციასთან დაკავშირებული ინფორმაციის სოციალურ ქსელში გასაჯაროების შემდეგ, სტუდენტებს ბექა გოგოსაშვილი დაუკავშირდა, რომელმაც მათგან ახსნა-განმარტება მოითხოვა იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს რუსული კანონი და ასევე მუქარანარევი ტონით განუცხადა, რომ ის მივიდოდა აქციაზე და იქ მოკითხავდა პასუხს მათ.

„ბექა გოგოსაშვილი ძალიან დიდი ხანია ცხოვრობს მილანში, არის კახა კალაძის ძმაკაცი, მოკლედ, რომ ვთქვათ „ქოცია“. ეს ის გოგოსაშვილია, მიხეილ სააკაშვილს ბელგიაში, ლიეში შეხვედრები რომ ჰქონდა ქართველ ემიგრაციასთან ჩამოვიდა მილანიდან, ვიღაც ძველ ბიჭებთან ერთად, ატეხა ჩხუბი და ამის გამო დარბაზიდან გამოაძევეს, სწორედ ის ბექა გოგოსაშვილია.

ხვალ მილანში გვაქვს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია და ორგანიზატორი ბავშვებისთვის დაურეკავს და უთქვამს უნდა მოვიდე აქციაზეო. პროვოკატორი, ყველაფრის მკადრებელი ადამიანია. ეს ბავშვები სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ, სადაც უნივერსიტეტებია გადანაწილებული და ხვალ ჩამოდიან მილანში და მათ დაკავშირებია, გოგოსაშვილი“, -განუცხადა CNews-ს ემიგრანტმა.

ცნობისთვის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები, უკვე მესამე კვირაა რაც იმართება საქართველოში და ამ დროის მანძილზე რამდენჯერმე მოხდა მისი დარბევა სპეცრაზმის მიერ, თუმცა ყველაზე მასშტაბური სახით 30 აპრილს იყო, როდესაც აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და ცრემლსადენი გაზით, სასტიკად გაუსწორდნენ, აქციის დარბევისას გაუსწორდნენ ასევე მედიის წარმომადგენლებს, მეორე დღეს, კი სპეცრაზმელებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა.

გიგა გელხვიიძე, CNews.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა