Anonymous-ი ირაკლი კობახიძეს უფრო ფართო კიბერშეტევით ემუქრება





..
ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous- ი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აფრთხილებს.
წერილში, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წერია, რომ თუ არ შეწყვეტს მმართველი გუნდი პოლიციის ძალით ძალადობას რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების მიმართ, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ჰაკერული შეტევა განხორციელდება სამთავრობო საიტებზე.
„ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო, მხარს ვუჭერთ ქართველი ხახლის მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!
საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს: თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს იმავე სტანდარტს პოლიციის გამოყენების მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმისთვის, ჩვენ ვუპასუხებთ კიდევ უფრო ფართო კიბერშეტევებით სამთავრობო ვებსაიტებზე!" - წერს Anonymous - ი.
ცნობისთვის, Anonymous-მა უკვე გატეხა რამდენიმე სამთავრობო ვებ-გვერდი და ასევე ტელეკომპანია პოს-ტვ-ის გვერდი.