ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს თითის დაქნევას - ლუკა ბერაიამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დატოვა

სულ ნახვები : 341
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ლუკა ბერაიამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც მან Cnews-სთან საუბარში განაცხადა, წამოსვლის მიზეზი იყო განცხადება, რომლითაც მათ ფაქტობრივად უკანონობაში დაადანაშაულეს ის ინივერსიტეტები, რომლებმაც სასწავლო პროცესი გადადეს.

„წამოსვლის მიზეზი იყო განცხადება, რომლითაც მათ ფაქტობრივად უკანონობაში დაადანაშაულეს ის ინივერსიტეტები, რომლებმაც გადადეს სასწავლო პროცესი. სამი იყო ასეთი ილია, იუჯი და სულხანსაბას უნი. ამ დროს ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს თითის დაქნევას მარეგულირებელი უწყებიდან, რაც თავისთავად რუსული კანონის ინტერესებს ემსახურება“ , - განგვიცხადა ბერაიამ.

კითხვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ჰქონდა თუ არა ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია ბერაია აცხადებს, რომ როგორც კი უწყების განცხადება ნახა მაშინვე დატოვა პოსტი.

„არანაირი, როგორც კი ვნახე განცხადება დავტოვე და ეგრევე მივიწერე ოფიციალურადაც. მათი მრიდან არანაირი გამომხაურება არ ყოფილა. მე ამ პროცესში ვერანაირი ფორმით ვეღარ ვხედავდი ჩემს თავს“ , - განაცხადა ბერაიამ Cnews-სთან.

ცნობისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და აცხადებენ, რომ „მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა“.

მარიამ ხარებავა, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა