რუსი პროპაგანდისტი რუსთაველზე რუსეთის დროშის გაშლას აანონსებს

სულ ნახვები : 316
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსთაველის გამზირზე, რუსული „დომ 2“-ს მონაწილე, ანდრე ჩერკასევი მივიდა, რომელი არაერთხელ იმყოფებოდა აფხაზეთში და დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში შემოსვლის უფლება არ აქვს პირს, რომელიც ოკუპაციის შემდგომ, აფხაზეთში იმყოფებოდა.

გარდა ამისა, ჩერკასევი რუსთაველის გამზირზე შეურაცხმყოფელ  და პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით ქართველებისთვის აქციების ფეხბურთის თამაშივითაა და გასართობად დადიან, მან ასევე დააანონსა, რომ რუსთაველის გამზირზე, რუსული დროშით მივა და გადაამოწმებს რამდენად მშვიდობიანები არიან აქციის მონაწილეები.

„რამდენადაც მე გავიგე და როგორც ამიხსნეს მიტინგები მათთვის ფეხბურთის მატჩზე წასვლასავით არის, მაგალითად სპარტაკის და ცესკოსი. ყველაფერი მშვიდობიანია, ახალა მე ავიღებ რუსეთის დროშას და ვირბენ აქ, თან ვიძახებ რუსეთი, რუსეთის“, -აცხადებს ჩერკასევი.

ცნობისთვის, ჩერკასევის ვიდეოს ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვა, როგორც ქართველების, ასევე რუსეთის იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგები არიან და დიდი ხანია ქვეყანა უკვე დატოვეს.

გიგა გელხვიიძე,  CNews. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა