რა მდგომარეობაა რიკოთის უღელტეხილზე - ბოლო ცნობები

სულ ნახვები : 2,003
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.

„კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გაწმენდითი სამუშაოები დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოსვლის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო დროებით შეიზღუდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა