დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუს გიდებს არ უშვებენ

სულ ნახვები :
512




...
რუსეთის მიერ დროებით ოკუპურებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტი უარყოფს რუსი გიდების აფხაზეთში დაშვებას, მაგრამ აღიარებს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები რუსულ მხარესთან „ამ სფეროში საქმიანობის გამარტივებისთვის კონსოლიდირებული წინადადებების შემუშავების მიზნით“.
პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა რესპუბლიკის გიდებთან და გიდების პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს რესპუბლიკის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის შემაშფოთებელი საკითხები, კერძოდ, რუსი გიდების უკანონო საქმიანობა., რომლებიც არ არიან აკრედიტებული აფხაზეთში.