ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი - კობახიძე

სულ ნახვები : 1,271
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მე მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც მოიცავს ჩვენი მოსახლეობის 95%-ს. ოთხჯერ გაიზარდა 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი, 2012 წელს იყო 450 000 000 ლარი და 2023 წელს არის მილიარდ რვაასი მილიონი ლარი და ეს კიდევ უფრო გაუხარდება მომავალ წელს, - ამის შესახებ დღეს, 28 ივნისს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

მან ჩამოთვალა ის მიღწევები, რომლებიც აქვს მმართველ გუნდს ჯანდაცვის მიმართულებით.

„ოთხმაგი ზრდა ჯანდაცვის სფეროს ნაწილში მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის ადამიანების ჯანმრთელობაზე და ჯანდაცვაზე ზრუნვა არის განსაკუთრებული პრიორიტეტი.

მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები არის უაღრესად შემცირებული, 2012 წელს ჯიბიდან გადახდები იყო 73%-ზე მეტი რაც, შეჩერებულია 40%-მდე.

ამოქმედდა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა, რამაც შეამცირა თანაგადახდა 32%-მდე. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემა დადებითად აისახა და გაზიარდა ფარმაცევტულ სფეროში კონკურენცია.

ასევე მოგეხსენებათ გასულ წელს, ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამშრომლობა, ისრაელის, ესპანეთის და თურქეთის კლინიკებთან.

აგვისტოდან დღემდე დაფინანსდა 18 წლამდე ბავშვთა ონკოლოგიური პრობლემების 89 ბენეფიციარის საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში მკურნალობა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობიარეების დაფინანსება, მოიხსნა მშობიარის თანადაფინანსება. 400 ზე მეტი სოფლის ამბულატორია აღიჭურვა ავეჯით და საჭირო აპარატურით. ამჟამად მიმდინარეობ 11 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა რეაბილიტაცია“, - განაცხადა პრემიერმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მედიცინა ► Მეტის ნახვა