ბოლო წლების განმავლობაში ონკოლოგიური სერვისების დაფინანსება გახუთმაგებულია - მიხეილ სარჯველაძე

სულ ნახვები : 155
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბოლო წლების განმავლობაში ონკოლოგიური სერვისების დაფინანსება დაახლოებით გახუთმაგებულია და ასეულობით მილიონ ლარს მოიცავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტენდენცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და შენარჩუნდეს, ვიდრე თითოეული პაციენტი მიწოდებული სერვისებით კმაყოფილი არ იქნება.

„ეს არ არის ის ნიშნული, რომლითაც კმაყოფილი ვიქნებით. ტენდენცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და შენარჩუნდეს, ვიდრე თითოეული პაციენტი მიწოდებული სერვისებით კმაყოფილი არ იქნება. ამ თვალსაზრისით, ტენდენცია მართლაც დამაკმაყოფილებელია. ყველაფერი კეთდება, რადგან ნებისმიერი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური გაუმჯობესება მეტწილად ხმარდებოდეს იმ სოციალურ პროექტებს, რომლითაც შეგვიძლია, შემდეგ თავიც მოვიწონოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ დღევანდელი თემატური მოკვლევის ანგარიში და მისი წარდგენა ემთხვევა იმ დღეს, როდესაც აღინიშნება პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღე. ალბათ არსად, არცერთ სფეროში, არცერთი პაციენტის შემთხვევაში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის პაციენტის უსაფრთხოება, ინტერესის დაცვა, ჯანმრთელობა და სიცოცხლე, როგორც ონკოლოგიის სფეროში. ეს არ არის უბრალოდ სიმბოლური დამთხვევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს ამ სახით აღნიშნავს კომიტეტი მნიშვნელოვან ინიციატივას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მედიცინა ► Მეტის ნახვა