„ოცნების“ პირველი პირების სკანდალი ცოტნე ივანიშვილის მონაწილეობით

სულ ნახვები : 635
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ცოტნე ივანიშვილი, კახა კალაძე და პრემიერი კობახიძე, პუტინის მეგობარ, ხაბიბ ნურმაგომედოვთან ერთად, რომელიც დაღესტნელი MMA ის მებრძოლია მსუბუქ წონაში.

აღნიშნული კადრის გავრცელებამ ძალიან კრიტიკული შეფასება გამოიწვია სოციალურ ქსელში. მას გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ამაში ფაქტობრივად არაფერია გასაკვირი, რადგანაც ცნობილია ოცნების ხელისუფლების რეალური გზა.

„შეხვედრების შესახებ განმარტებას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, რადგანაც ეს არ არის რიგითი და ჩვეულებრივი შეხვედრა, ის აჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს და განმარტება უნდა გაკეთდეს ხელისუფლებისგან, მაგრამ მეორეს მხრივ თუ გავიხსენებთ იმას, რომ ეს ხელისუფლება არის საქართველოსი კრემლის და პუტინის ინტერესების გამტარი, ასეთი შეხვედრებიც აღარ არის მაშინ უცნაური",  - აცხადებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილის არსებობა ამ კადრში, ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში ერთგვარ ფეოდალურ წყობასთან გვაქვს საქმე.

„ბიძინა ივანიშვილის შვილთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი კალაძე, ვიღაც გაუგებარ ხალხთან ერთად. სრულიად ბუნებრივია პრინციპში, აბა გერმანიის კანცლერთან ან ბერლინის მერთან ერთად კი არ იყო ფოტო, ან დავუშვათ სხვადასხვა ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებთან. გასაგებია, ცოტნე ივანიშვილი, როგორც ჩანს არის რაღაცნაირად უკვე ჩრდილოვანი, ახლოს, მაღალ ოფიციალურ პირებთან, რაც იმ ფეოდალური წყობილების წარმოდგენაა საქართველოში, რომელზეც მუდმივად ვსაუბრობთ", - განაცხადა დეკანოიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა