გაუგებარი გადაწყვეტილებაა - ჩიქოვანი აშშ-ის მიერ სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ შეჩერებაზე

სულ ნახვები : 127
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

"გაუგებარია გადაწყვეტილება",- ასე აფასებს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი  შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024"-ის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებას.

„გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც კავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას. თუმცა, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებებში, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფები არის სასარგებლო ღონისძიება, როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის და ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობს.

თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ერთი მხრივ, გაუგებარია გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე მხრივ - ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფორმატი, რომელიც არსებობს თავდაცვის დეპარტამენტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. ამ ფორმატებში თანამშრომლობას ვაგრძელებთ, ვმუშაობთ და ასევე ვემზადებით იმ სხვა საერთაშორისო წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილი გვაქვს 2025 წელს“, -განაცხადა  ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, აშშ- საქართველოს ისტორიაში პირველად უქმდება ძალიან მსხვილი მასშტაბის და ძალიან დიდი ფუნქციური მნიშვნელობისსაერთო საწვრთნელი მრავალეროვნული პროგრამა „ღირსეული პარტნიორი“. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა