სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის - დანიგანი საქართველოში სწავლება ღირსეული პარტნიორის შეჩერებაზე

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

"სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა "ღირსეული პარტნიორის" განუსაზღვრელი დროით შეჩერებასთან დაკავშირებით  განაცხადა. 

„ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული წვრთნების გაუქმება, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. სწორედ ამიტომ სამწუხაროა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება”, - განაცხადა რობინ დანიგანმა ipn.ge-ის თარგმანის მიხედვით.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება "გაუგებარია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა