საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

სულ ნახვები : 94
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მინდინარეობს.

BBC წერს, რომ ეს არის პირველი არჩევნები, რომელშიც გამარჯვებისა და საფრანგეთის მთავრობის ფორმირების შანსი მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიას, „ეროვნულ გაერთიანებას” აქვს.

გამარჯვების შემთხვევაში მარინ ლე პენი და მისი მოკავშირეები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხის გადახედვას აპირებენ. 

არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანების” წევრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ათობით ოლქში გაიმარჯვეს.

ხმის მიცემის პროცესი საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და პირველი ეგზიტპოლის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.

საარჩევნო პერიოდში საფრანგეთში პოლიტიკოსებზე თავდასხმები გახშირდა, რის გამოც ხმის მიცემის დღეს უსაფრთხოებას 30 ათასზე მეტი პოლიციელი დაიცავს. 

ასევე, ძალადობის პრევენციის მიზნით, ხელისუფლებამ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციების გამართვა დროებით აკრძალა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა