წყალდიდობა ნეპალში - არის მსხვერპლი
სულ ნახვები :
121
..
ნეპალში, ძლიერმა წვიმამ მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია - შემთხვევის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა, ხოლო 8 დაკარგულად ითვლება.
პოლიციის სპიკერმა, დენ ბაჰადურ კარკიმ განაცხადა, რომ მაშველები გზების გაწმენდას და გახსნას მძიმე ტექნიკის გამოყენებით ცდილობენ.
ხელისუფლების განცხადებით, მდინარეების ნარაიანის, რაპტისა და მაჰაკალის დინება მატულობს. ბორცვიან კატმანდუში კი რამდენიმე მდინარე გადმოვიდა ნაპირებიდან, დატბორა გზები და საცხოვრებელი სახლები.