აშშ-მ დაიწყო სრულფასოვნად სტრატეგიული ურთიერთობის გადახედვა საქართველოსთან - ვაშაძე „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების შეწყვეტაზე

სულ ნახვები : 371
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

აშშ-მ სრულფასოვნად დაიწყო სტრატეგიული ურთიერთობის გადახედვა საქართველოსთან - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-ის მიერ „ღირსეული პარტნიორის“  სწავლების შეწვეტას.

„ეს არ ეხება მხოლოდ სამხედრო სფეროს. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას რომ აშშ-მ სრულფასოვნად დაიწყო სტრატეგიული ურთიერთობის გადახედვა საქართველოსთან.

კარგია ის, რომ ეს არის მხოლოდ დროებითი მოქმედება და 26 ოქტომბერს ყველას გვაქვს შესაძლებლობა ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. არა მხოლოდ აღვადგინოთ ღრმა სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-სთან, არამედ, ჩვენი გამარჯვება ნიშნავს უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან, ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს“ , - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა