მნიშვნელოვანია, მოხდეს ისეთი კონფიგურაციის დალაგება, რომელიც საშუალებას არ მისცემს ივანიშვილს წაიღოს არამისთვის მიცემული კრიტიკულად განწყობილი ხმები და მანდატები - ჯაფარიძე
..
მნიშვნელოვანია, ოპოზიციურ ფლანგზე მოხდეს ისეთი კონფიგურაციის დალაგება, რომელიც საშუალებას არ მისცემს ივანიშვილს წაიღოს არამისთვის მიცემული კრიტიკულად განწყობილი ხმები და შესაბამისი მანდატები - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
„სამი რამე არის მნიშვნელოვანი: პირველი - მაღალი გამოცხადება არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, მეორე - ხმების დაცვის ორგანიზება - ეს ხალხი რო მოვა და ხმას მისცემს, არ დაიკარგოს, მესამე - ოპოზიციურ ფლანგზე მოხდეს ისეთი კონფიგურაციის დალაგება, რომელიც საშუალებას არ მისცემს ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს, რომ აქეთა მხრიდან წაიღოს არამისთვის მიცემული კრიტიკულად განწყობილი ხმები და შესაბამისი მანდატები - ეს არის პრინციპული საკითხი და ამაზე ოპოზიციაში მიმდინარეობს კონსლუტაციები“ , - აცხადებს ზურა გირჩი ჯაფარიძე.