ფიჯიმ ბათუმს გადაუფრინა

სულ ნახვები : 276
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამწუხაროდ, ფიჯის ნაკრები საქართველოს ბორჯღალოსნებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ბათუმში გამართული ტესტ-მატჩის შემდეგაც დარჩა. რიჩარდ კოკერილის დამოძღვრილმა ქართველებმა „მფრინავ ფიჯელებს“ ურთიერთშეხვედრათა 8 მატჩიან ისტორიაში მე-6 გამარჯვება დაუთმეს – 12:21.

უმცროსი ბორჯღალოსნების ირლანდიელებთან წინა დღის მარცხი და ბათუმში ეროვნული ნაკრების ფიჯისთან წაგება ერთი და იგივე კატეგორიის იყო – უამრავი შესაძლებლობა, ეპიზოდების მთელ რიგში დომინაცია და შესაბამისად, ხილული უპირატესობაც, მაგრამ ამ შანსების გაფლანგვას წერტილი ვერც სტელენბოსხში დაესვა და ვერც _ აჭარის დედაქალაქში.

ორივე მატჩში გუნდებმა აშკარად მცდარი გადაწყვეტილებები მიიღეს, როცა 100%-იან ჯარიმებს ლელოზე თამაში ამჯობინეს, 20-წლამდელებმა ორი ჯარიმა გააცუდეს, ბორჯღალოსნებმა – ერთი, რასაც ორი აცილებული არეკნიც დაერთო. მოკლედ, იმედგაცრუების ორი დღე გვქონდა...

და რაც ყველაზე დასანანია, ქართველებმა ფიჯელებს სათამაშო დისციპლინაში ვერ აჯობეს, სხვაგვარად კუნძულელების დამარცხება კი წარმოუდგენელია. კოკერილმა თავს ექსპერიმენტების უფლება მისცა – მგეზავი მატკავა ფულბექად გაამწესა, ფულბექი ნინიაშვილი – ფრთაზე, შემცვლელ კვაჭად დებიუტანტი ლუკა პეტრიაშვილი მოიწვია, კაპიტანი მერაბ შარიქაძე, ვარსკვლავი ბურჯი ბექა გიგაშვილი და კიდევ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე განაცხადს მიღმა დატოვა. ამ გადაწყვეტილებათაგან ზოგიერთმა, შესაძლოა, გაამართლა, რომელიღაცამ – ნაკლებად, მაგრამ ფაქტი ფაქტად ჩება – ქართველები ბურთს განუწყვეტლივ კარგავდნენ, ცდებოდნენ და ამას მწვრთნელს ვერაფრით დავაბრალებთ.

შაბოლოოდ, ლუკა მატკავას 4 ზუსტი ჯარიმის საპასუხოდ ფიჯელებმა 3 გარდაუსახავი ლელო დაგვიდეს და ზედაც 2 ჯარიმა დაუმატეს, რამაც ჯამურად 12:21 შეადგინა. ანუ საქართველოს ფიჯისთან 2017 წლის გამარჯვება ერთადერთად დარჩა, ხოლო კუნძულელებმა ქართველები უკვე მეექვსედ დაამარცხეს.

შაბათს შუადღის 12 საათზე იაპონიაში „მამაცი საკურები“ ბორჯღალოსნებს უმასპინძლებენ და იმედია, ამ მატჩის შედეგზე მაინც არ დაგვწყდება გული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა