ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას ქართველი ადამიანებისთვის - აშშ-ს საელჩო

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხშირად წარმატებისთვის მხოლოდ შესაძლებლობის ფანჯარაა საკმარისი - ჩვენ ასეთ შესაძლებლობას ვქმნით ქართველი ადამიანებისთვის, რომლებსაც უნიკალური იდეები და ბიზნესები აქვთ. - აცხადებს  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელჩის, რობინ დანიგანის ხელმძღვანელობით საქართველოდან 45 ბიზნესპერსონა უდიდეს საინვესტიციო სამიტზე იმყოფებოდა.

„ელჩი დანიგანის ხელმძღვანელობით 45 ბიზნესპერსონა საქართველოდან ჩავიდა SelectUSA უდიდეს საინვესტიციო სამიტზე, რომელიც ხელს უწყობს შეერთებულ შტატებში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამ რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებით შედგა შეხვედრები ინვესტორებთან და აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ასევე, მოხდა ბიზნესიდეების წარდგენა.

ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. შეერთებული შტატები ამ ეკონომიკური პარტნიორობის ერთგული რჩება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა