გამორიცხული მგონია - მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის ამნისტირებაზე

სულ ნახვები : 218
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გამორიცხული მგონია, ასე პასუხობს საქარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კითხვას შეეხება თუ არა ამნისტია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

მდინარაძის თქმით, ამნისტია მიზნად პატიმართა რაოდენობის შემცირებას ისახავს და კანონპროექტი 10 ივლისს დაინიცირდება

„საარჩევნო ხმებს რაც შეეხება, ამაზე დიდი ხანია მიდის მუშაობა და დიდი ხანია ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, რომ ევროპულ სტანდარტს უნდა მიუახლოვდეს პატიმრების რაოდენობა. როგორც ირაკლი კობახიძემ, მეც და რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ განაცხადა, ჩვენ, საბოლოო ჯამში, მივდივართ იმ მიზნამდე, რომ ევროპული სტანდარტი რაოდენობის მიხედვითაც კი იყოს. შესაბამისად, ჩვენ პირველ ნაბიჯს ვაანონსებდით და ამას ვაკეთებთ ახლა, რომ პატიმრების რაოდენობა შემცირდეს იმგვარად, რომ შემდეგი ღონისძიებებით, უწყებებთან, სამართალდამცველებთან კოორდინაციით, შევძლოთ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 1/3-ით შევამციროთ პატიმრების რაოდენობა. საბოლოო მიზანი ეს არის და ამას ამნისტიით ვიწყებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა